ახალი ამბები

კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრად რჩება

19 თებერვალი, 2013 • • 927
კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრად რჩება

“გადაწყვეტილება არის ასეთი: ჩვენ ვართ თანამებრძოლები, მტერს არ გავახარებთ. ჩვენ შორის არანაირი განხეთქილება არ იქნება და ვიბრძოლებთ ერთად იმისთვის, რისთვისაც აქამდე ვიბრძოდით.”

 

მისივე თქმით, კრტიკა ნორმალური მოვლენაა:

 

“კრიტიკა ნორმალურია ყველა გუნდის შიგნით, მაგრამ ეს კრიტიკა არ გადავა განხეთქილებაში და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რაც დავპირდით ქართველ ხალხს.”

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კობა მათი მეგობარია:

 

“კობა ჩვენი მეგობარია, ჩვენი თანამებრძოლია და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, პოლიტიკურ საქმიანობას იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ხალხს ჭირდება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი