ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობამ ელჩობის კანდიდატებს მოუსმინა

19 თებერვალი, 2013 • • 926
საპარლამენტო უმცირესობამ ელჩობის კანდიდატებს მოუსმინა

“მე პირადად კითხვები დავუსვი შეერთებულ შტატებში ელჩობის კანდიდატს, რადგან მე მაქვს სერიოზული კითხვები გეგეშიძის წარსულ საქმიანობასთან და წარსულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით, სადაც იგი მიიჩნევდა შეცდომად კონფლიქტის ერთადერთ მხარედ რუსეთის გამოცხადებას. იგი ასევე ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს აფხაზური პასპორტების ლეგალიზაცია და იგი ასევე ფაქრობს, რომ არ იქნებოდა პრობლემა საქართველოში დარჩენილიყო გაეროს მისია ისე, რომ მის სათაურში არ მოხსენიებულიყო საქართველო, ანუ არ მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემა. ამ მიზეზის გამო მე არ დავუჭირე მხარი ბატონ გეგეშიძის კანდიდატურას, კოჰაბიტაციის ფარგლებში მე დანარჩენ კანდიდატებს მხარი დავუჭირე. “

 

“კონსტრუქციული შეხვედრა იყო, იყო კეთილგანწყობილი, გვისურვეს წარმატებები, აღგვითქვეს თავისი მხრიდან მხარდაჭერა ყველაფერ იმაში, რაც ოპოზიციას შეუძლია დღევანდელ ეტაპზე გააკეთოს და რა ვიცი ახლა, თუ ასე იქნება, ამას რა სჯობს. ჩვენც შევეცდებით ყველანაირად, რომ ჩვენი იურიდიული მოვალეობები, ვალდებულებები შევასრულოთ ჩვენი პროფესიონალიზმის და ვალდებულებების ფარგლებში,” – განცხადა არჩილ გეგეშიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 20 თებერვალს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც ელჩების კანდიდატურებს დეპუტატები კენჭს უყრიან. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი