ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა მაია ფანჯიკიძესთან დასრულდა

19 თებერვალი, 2013 •
საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა მაია ფანჯიკიძესთან დასრულდა

„ჩემთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, პირველად ვიყავი ამ სტატუსით პარლამენტში. უბრალოდ, შეიძლება მეორე და მესამე შეხვედრა უკეთესი გამოგვივიდეს და უფრო მეტი კონცენტრაცია იყოს საგარეო საქმეებზე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ განელებულა წინა წლის ვნებები და ემოციები და ამიტომ ხშირად მოგვიწია იმ თემებზე საუბარი, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო აქტუალური. შედარებით ნაკლები დრო დარჩა საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ, რადგანაც შეკითხვები უფრო ისეთი სახით იყო, რომ თავის თავში შეიცავდა წინა პერიოდის გახსენების აუცილებლობას.“

 
დავით ბაქრაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო უმცირესობის შეშფოთებას იზიარებს:
 
 
„შეხვედრის ფაქტი მისასალმებელია და კარგია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მობრძანდა პარლამენტში ოპოზიციასთან შესახვედრად. ძალიან ხანგრძლივი, დეტალური და გულწრფელი დისკუსია იყო. არის საკითხები, სადაც, ბუნებრივია, არსებობს განსხვავებული მიდგომები, არსებობს პრობლემები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ გქვონდა პრობლემები უმრავლესობის მოსაზრებებთან, გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად საგარეო საქმეთა სამინისტროც იზიარებს უმცირესობის შეშფოთებას და ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მკვეთრად დააფიქსირა, რომ საქართველო არ გადაუხვევს არჩეული საგარეო კურსიდან. ეს ფაქტი, რომ მინისტრთან შეხვედრა შედგა, მისასალმებელია. ჩვენ ვგეგმავთ სხვა მინისტრებთან შეხვედრებსაც იმისთვის, რომ გვქონდეს ყველა საკითხთან დაკავშირებით დებატების გამართვის საშუალება“.
 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს  შეკითხვები ძირითადად საგარეო პოლიტიკას და მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი