ახალი ამბები

ფანჯიკიძე: სტალინის ძეგლის აღდგენას ვგმობ

19 თებერვალი, 2013 • • 927
ფანჯიკიძე: სტალინის ძეგლის აღდგენას ვგმობ

“მე ახლაც არ ვიცოდი, თუ ეს ასეა, მე არ ვიცი. მე სტალინის ძეგლის აღდგენას არ მივესალმები, კი არა – ვგმობ. მე ამას კერძო ინიციატივად მივიჩნევ. სტალინი არის ყველაზე უფრო საშინელი მოვლენა მეოცე საუკუნისთვის და აბსოლუტურად გაიგივებულია ჩემთვის ეს ჰიტლერთან. ერთი რამეა, რაც ჩვენს ქვეყანას უნდა გაეკეთებინა და ვერ გავაკეთეთ, ეს არის ამ მოვლენის შესწავლა და ამ მოვლენაზე ძალიან ფართო მსჯელობა. მხოლოდ ოკუპაციის მუზეუმის გახსნა საქმეს ვერ უშველის, თუკი ბავშვს თავიდანვე  ისტორიაში არ ასწავლე, რა მოვლენა იყო ეს და რატომ არის დასაგმობი.”

 

ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ გერმანულ გამოცდილებას უნდა მიმართოს:

 

“თქვენ შეადარეთ სტალინი ჰიტლერს, მაგრამ თქვენ არ იცით, ან შეიძლება იცით, თუ როგორ დაძლია გერმანიამ და ჯერაც არ დაუძლევია და დღესაც ამაზე მუშაობს, ის, რასაც ეწოდება ფაშიზმი. ეს არის მათთვის ყოველდღიური განხილვის თემა, ეს არის თემა, რომელსაც გადიან სკოლებში და რომელიც ყოველთვის არის ერთ-ერთი მთავარი თემა არა მარტო საგანმანათლებლო სისტემის, არამედ პოლიტიკური სისტემისაც. ეს საქართველოში არ გაკეთებულა, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. როდესაც ხსნი ოკუპაციის მუზეუმს, უნდა მოაყოლო ამას სათანადო ახსნა-განმარტება, ეს ახსნა-განმარტება უნდა დაიწყოს სკოლაში. როდესაც ხსნი სტალინის ძეგლს, ამასაც უნდა ახსნა, რადგანაც ხალხი არ არის გაცნობიერებული ამ საკითხში.

 

“მე პირადად ვგმობ ყველანაირი სტალინის ძეგლის აღდგენას. მიმაჩნია, რომ ეს არის კერძო პირების ინიციატივა და ამას ვუკავშირებ პირადად იმას, რომ მათთვის არ არის კარგად ცნობილი, თუ რას წარმოადგენდა სტალინი,”- განაცხადა მინისტრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი