ახალი ამბები

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს

22 მაისი, 2017 •
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჩიკვაიძის თქმით, 19 მაისს რუსეთის სამხედროებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრები ოთარ ფაცურიას ცხედარი იპოვეს.

ჩიკვაიძის თქმით, ოთარ ფაცურია ზუგდიდიდან სახლში შემოვლითი გზით ბრუნდებოდა. მისი ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართებთან ახლოს იპოვეს.  ოთარ ფაცურიას გარდაცვალებას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი