ახალი ამბები

ფანჯიკიძე: პრემიერს არ უთქვამს, რომ იგივე საგარეო მისწრაფებები გვაქვს, რაც სომხეთს

19 თებერვალი, 2013 • • 865
ფანჯიკიძე: პრემიერს არ უთქვამს, რომ იგივე საგარეო მისწრაფებები გვაქვს, რაც სომხეთს

“თქვენ თვლით, რომ საქართველოსათვის საგარეო პოლიტიკის მაგალითი უნდა იყოს სომხეთი, რომელიც არის დსთ-ს წევრი და, აგრეთვე, საბაჟო კავშირის წევრი და რომლის საზღვრების ურღვევობასაც ასევე იცავს რუსეთი?”

 

ფანჯიკიძის თქმით, საქართველო უნდა ისწრაფოდეს იქით, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს:

 

“საქართველო უნდა მიისწრაფებოდეს იქით, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, ვისთანაც აქვს ურთიერთობა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინ არიან საქართველოს პარტნიორები, თუ რა არის საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტები, ისინი არ შეცვლილა, რადგანაც ეს არ არის ერთი რომელიმე პარტიის კუთვნილება, არამედ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. აქედან გამომდინარე, საქართველო უნდა მიისწრაფოდეს იქით, რომ ყველასთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა და უნდა ეცადოს დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, რადგანაც ბევრი პრობლემის გადაჭრა სწორედაც დამოკიდებულია რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე.”

 

წიკლაური დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია ფანჯიკიძეს სომხეთის მაგალითად დასახვა პრემიერ-მინისტრის მიერ, რაზეც ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს სომხეთის მსგავსი საგარეო მისწრაფებები:

 

“მაგალითი არის მხოლოდ ის, რომ ქვეყანა ახერხებდეს ურთიერთობის დალაგებას, თითქოსდა, ურთიერთგამომრიცხავ პარტნიორებთან. ჩვენ ამით არ გვითქვამს არასდროს და პრემიერს არ უთქვამს არასდროს, რომ ჩვენ გვაქვს იგივე საგარეო მისწრაფებები, რაც აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყანას. უბრალოდ მან მოახერხა შეეთავსებინა ერთმანეთისთვის თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი ურთიერთობები. ამაზე მეტი არ თქმულა და მე არ მესმის, რატომ გინდათ, რომ თქვენ ამაში ჩადოთ სახვა ინტერპრეტაციები.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი