როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე, მარინა მიზანდარი ამბობს, პატრიარქს ამ საკითხზე ესაუბრა.
“უწმინდესს ამ თემაზე ვესაუბრე, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს წარმომადგენელიც იქნება ჩართული რესტავრაციის პროცესში,”- ამბობს მიზანდარი.
როგორც ირკვევა, თურქეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციაში მონაწილეობას, თურქული მხარის გარდა, სპეციალისტები საქართველოდანაც მიიღებენ.
მიზანდარის განმარტებით, აღდგენის პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვისთვის ფინანსებს საქართველო გამოყოფს.
“იშხნისა და ოშკის რეაბილიტაცის პროცესი უკვე დაწყებულია თურქეთის მხარის მიერ. შესაბამისად, დაფინანსებაც იქიდან მოდიოდა. ვფიქრობ, ქართველი სპეციალისტების ჩასართავად სახსრები ქართულმა მხარემ უნდა გამონახოს. ეს იქნება უფრო ლოგიკური,”- აცხადებს კულტურის მინისტრის მოადგილე.