ახალი ამბები

ხმალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტი დავითაშვილისთვის უფლებამოსლების შეჩერების საფუზველს არ იძლევა

18 თებერვალი, 2013 • • 947
ხმალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტი დავითაშვილისთვის  უფლებამოსლების შეჩერების საფუზველს არ იძლევა

“მე იცის არ ვიცი, რომ ხვალ უმრავლესობის სხდომაა და იმ სხდომაზე რაზე იქნება მსჯელობა ამ წუთას ნამდვილად არ ვიცი,”- ასე უპასუხა 18 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვას კობა დავითაშვილთან დაკაშირებით.

მისივე თქმით, ვისაც ნებისყოფა არ აქვს ტელევიზიაში სასაუბროდ არ უნდა მივიდეს:


“პროვოცირების მიუხედავად პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი თავშეკავება და ნებისყოფა იმისა, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და საზოგადოებას არ ანახონ ის, რაც ყველა ჩვენთაგანმა ვიხილეთ. მე არ ვარ მოსამართლე, რომ განვსაჯო ვის მეტი ბრალი მიუძღვის ამაში. მე ჩემი მოსაზრება მაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც არა აქვს იმის განცდა, რომ შეუძლია არ აყვეს პროვოცირებას, მაშინ ის არ უნდა დაჯდეს სასაუბროდ იმასთან, ვისგანაც მოსალოდნელია პროვოცირება.”

 

ხმალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტი დეპუტატისთვის უფლებამოსლების შეჩერების საფუზველს არ იძლევა:

 

“მე არ მიმაჩნია ასე, შეიძლება ვიღაცას მიაჩნია და თუ იქნება ამაზე საუბარი, მე იქ ვიტყვი ჩემს მოსაზრებას და არა აქ თქვენთან”.

 

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა, კობა დავითაშვილმა და სერგო რატიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “არგუმენტებში” ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

მოგვიანებით,  დავითაშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში უკმაყოფილება გამოხატა გამოძიების მიმართ იმის გამო, რომ ამ დრომდე ვერ მოახერხა საგამოძიებო უწყებებმა რეზონანსულ საქმეებზე თავიანთი დასკვნების დადება.

 

დღეს, 18 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბარში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ დავითაშვილის კრიტიკა ჯანმრთელი აღშფოთების შედეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი