საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ქართველი მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში აღმოჩენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის აღმოჩენის საქმეზე გამოძიება შეწყდა.
პრკურატურის ინფორმაციით, სახლში აღმოჩენილი იარაღი ოთარ წოწორიას სიმამრს ეკუთხვნოდა და ვინაიდან ის 2017 წლის 11 მაისს გადრაიცვალა, საქმეზე გამოძიება შეწყდა:
“გამოძიების მიერ დაიკითხა ოთარ წოწორია და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე, მეუღლის და და ოთარ წოწორიას სიდედრი, რომელთა ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს – ა. ა-ს. ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ ვინაიდან იგი 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, 2017 წლის 20 მაისს სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებისვე განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რევოლვერი და სხვადასხვა სახის 227 ვაზნა. რევოლვერის და ვაზნების ვარგისიანობის დადგენის მიზნით ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
18 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკა, უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, რომლებზეც ექსპერტიზები დაინიშნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლმსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ოთარ წოწორიას და, ნონა წორორია, რომელიც სტრასბურგს სასამართლოს მოსმართლეა, უწყების ქმედებებს საკუთარ საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში უკავშირებდა.