სტრასბურგის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია გიგი უგულავას საქმეზე უზენაესის გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენებად აფასებს.
სტრასბურგის ყოფილი მოსამართლის თქმით, უზენაესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არაერთი დარღვევაა:
“რასაც ვხვდები, თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში. თუკი რამეს ჰქვია სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, სწორედ ესაა. კი, მეც მეცინება, როცა რომელიმე ევროპულ სტანდარტზე ვაკეთებ ხოლმე კომენტარს. საქართველოს ხელისუფლებას ჩალის ფასად უღირს ეს ყველაფერი” ,- წერს წოწორია საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.