შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლიდან იარაღი ამოიღეს.

მათივე ცნობით, ოთარ წოწორია დაკავებული არ არის, თუმცა, გამოძიება დაიწყო.

“ო.წ.-ს ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, რომლებზეც დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლმსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს,”- განგვიცხადეს შსს-ში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *