ახალი ამბები

ეროვნული ბანკი საფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებს აფრთხილებს

18 თებერვალი, 2013 • • 1042
ეროვნული ბანკი საფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებს აფრთხილებს

ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო პერიოდში ქართული მედიასაშუალებების სარეკლამო სივრცეში გამოჩნდა კომპანიები, რომლებიც წარმოებული ინტენსიური სარეკლამო კამპანიის საშუალებით მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი სარგებლის მიღებას სთავაზობენ. 

 

მაღალია ალბათობა იმისა, რომ ისინი ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნესსაქმიანობაში აბანდებენ. უმეტეს შემთხვევაში კი მათი მოქმედება „ფინანსური პირამიდის“ კლასიკური მოდელის ნიშნებსაც შეიძლება ატარებდეს. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი ტიპის კომპანიები არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მხრიდან, შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება საზედამხედველო ნორმები და სანქციები. ამიტომ ეროვნული ბანკი მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს მათ, რომ მეტი სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარი სახსრების განთავსებას ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში. რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი