ახალი ამბები

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ელჩობის კანდიდატებს მოუსმენენ

18 თებერვალი, 2013 • • 924
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ელჩობის კანდიდატებს მოუსმენენ

სხდომაზე დღეს ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალია საბანიძის და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

 

“განვიხილავთ ჩვენი ახლადდანიშნული ელჩების კანდიდატურას. პრეზიდენტმა ხელი მაოწერა, დღეს განვხილავთ კომიტეტზე. მოთხოვნები მათ მიმართ ძალიან მკაცრი იქნება. მე იმედი მაქვს, რომ თვითონ ეს განხილვა საინტერესოდ წაიმართება. ჩვენ გვაქვს შეკითხვები, ცხადია,” – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ. 

 

აღნიშნული საკითხის გარდა, კომიტეტების ხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ინიცირებული კანონის პროექტის „საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ განხილვა გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი