ახალი ამბები

მურმან დუმბაძე: ბათუმელები ვერ იქნებიან მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგნი

15 თებერვალი, 2013 •
მურმან დუმბაძე: ბათუმელები ვერ იქნებიან მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგნი

ბატონო მურმან, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას?

 

ცუდ ინტერპრეტაციას აკეთებთ. პირველი: არავითარი მაგდაგვარი განცხადება არ არის გაკეთებული, პირიქით, გაკეთებულია განცხადება, რომ თურქეთის მთავრობასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ოშკი და იშხანი გადარჩეს. თურქეთის მთავრობას სთხოვა საქართველოს მთავრობამ, რომ ამ საქმეში ჩართოს ქართველი სპეციალისტები.

 

მეორე: არავითარი ნაცვალგება საკულტო ნაგებობების აშენებოს დროს სახელმწიფოთა შორის არ იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოშკის გადარჩენის სანაცვლოდ აქ მეჩეთი აშენდეს, ბუნებაში არ აიარსებებს.

 

თუმცა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ბათუმში მეჩეთი აშენდება.

 

მესამე: მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ნაცვალგების პრინციპი არის დაუშვებელი, რასაც  მე ბოლო ორი წელია ვამტკიცებ. არ შეიძლება პოლიტიკური ხელშეკრულების შედეგად აშენდეს საკულტო ნაგებობა ან საქართველოში, ან თურქეთში, ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში. ესეც მიღწეულია და მნიშვნელოვანია.

 

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ არ ვარ წინააღმდეგი ქართველ მუსლიმთა მეჩეთის მშენებლბისთვის გამოიყოს ადგილი, რასაც მივესალმებით და ამას უამრავი წლების განმავლობაში მე ვამტკიცებდი. ბუნებრივია, არც ერთ სხვა სახელმწიფოს, გარდა მოცემული სახელმწიფოსი, არა აქვს უფლება, რომ საკულტო ნაგებობაზე იფიქროს. სურთ ქართველ მუსლიმებს საქართველოს ტერიტორიაზე მეჩეთის აშენება? დაე, ააშენონ იმიტომ, რომ ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, რელიგიური თავისუფლება და აღმსარებლობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია. თუ ქართველ მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობა უნდათ, მათ უნდა მიმართონ საქართველოს მთავრობას, ან მინიმუმ, რეგიონალურ მთავრობას, ბათუმის საკრებულოს და ის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავუმტკიცეთ საქართველოს მხარეს, რომ აბსოლუტური ჭორია ის, თითქოს, ბათუმელები მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან. ბათუმელები ვერ იქნებიან მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგნი, ბათუმში მეჩეთი არსებობს და ერთი მეჩეთის მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს ბათუმის მიმდებარედ, მინდა გითხრათ.

 

მაია ფანჯიკიძემ და გურამ ოდიშარიამ დღეს თქვეს, რომ მოხდა პრინციპული შეთანხმება და აზიზიეს არა, მაგრამ აშენდება სხვა მეჩეთი, რომლისთისაც ადგილი მოიძებნება.

 

არა, ასეთი რამ არ ყოფილა, ინტერპრეტაციაა. ოდიშარია იყო დელეგაციაში? მაია ფანჯიკიძემ თქვა, რომ ნაცვალგების პრინციპი არის დაუშვებელი სახელმწიფოთა შორის საკულტო ნაგებობის დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებაა, თქვენ ამას მიაქციეთ ყურადღება, ინტერპრეტაციას აკეთებთ, მე მაია ფანჯიკის კომენტარი წავიკითხე. ქართულმა მხარემ თქვა, თუ საქართველოს მოქალაქეებს სურთ მეჩეთის აშენება, მთავრობა წინააღმდეგი არ იქნება და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად გამოყოფს ადგილს.

 

მურმან დუმბაძემ დღეს, 15 თებერვალს, ასევე გაავრცელა ვიდეჩანაწერი, სადაც საუბრობს თავის მოსაზრებებზე ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, როელსაც გთავაზობთ: 

მასალების გადაბეჭდვის წესი