ახალი ამბები

კომისია იძულებული გახდა, კონსტიტუციის პროექტის განხილვის ფორმატი შეეცვალა

15 მაისი, 2017 •
კომისია იძულებული გახდა, კონსტიტუციის პროექტის განხილვის ფორმატი შეეცვალა

თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატი შეიცვალა.

დარბაზში შეკრებილებმა კომისიას არ მისცეს უფლება, განხილვა დაეწყო. შეხვედრაზე სიტყვით გამოდიან დარბაზში მისულები და კომისიას არ აძლევენ საშუალებას, სიტყვით მიამართონ მათ.

განხილვაზე სტუდენტების ჯგუფმა მუშების ჩაფხუტები მიიტანეს და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. ამის შემდეგ კომისიამ ვეღარ შეძლო დარბაზის მართვა და მისცა უფლება, სიტყვით გამოსულიყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი