ახალი ამბები

NDI: მოსახლეობის 84% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს

15 მაისი, 2017 • 2093
NDI: მოსახლეობის 84% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს

NDI-ის კვლევის თანახმად, რომლის შედეგებიც დღეს, 15 მაისს გახდა ცნობოილი, მოსახლეობის 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს.

მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ.

როგორც კვლევის შედგები აჩვენებს, როგორც ქართული ოცნების, ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა უმრავლესობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა.

18493058_1717027448326910_1636625743_o

18493301_1717027421660246_1009920527_o

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი