NDI-ის კვლევის თანახმად, რომლის შედეგებიც დღეს, 15 მაისს გახდა ცნობოილი, მოსახლეობის 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს.

მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ.

როგორც კვლევის შედგები აჩვენებს, როგორც ქართული ოცნების, ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა უმრავლესობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *