გურამ დონაძის ადვოკატის კახა შონიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თურქეთიდან საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა: “როგორც კი გაიგო გურამმა ბრალდების შესახებ, წუხელ სამ საათზე ჩამოვიდა თურქეთიდან და მანქანით შემოვიდა სარფიდან. ვინაიდან ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წაყენებული დააკავეს და მოდულის იზოლატორში იმყოფება. ეს იყო მისი ნებაყოფილობითი გადაწყვეტილება და სამართალდამცავებს მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ.”
ადვოკატის ინფორმაციით, დღეს 12 საათზე გურამ დონაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძინება განხორციელდება.
კახა შონიას ინფორმაციით ის ამ დროისათვის ელოდება გამომძიებელს, რომელმაც გურამ დონაძეს ბრალი უნდა გააცნოს.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელძმღვანელს, გურამ დონაძეს პროკურატურამ ბრალი ორი დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წაუყენა.
აღნიშნული მუხლით დონაძეს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.