ახალი ამბები

მედიაციის სამსახურმა 53 სასარჩელო მოთხოვნა განიხილა

7 თებერვალი, 2013 •
მედიაციის სამსახურმა  53 სასარჩელო მოთხოვნა განიხილა

მედიაციის სამსახური დაფუძნდა 2012 წლის 1 ივლისს. 2013 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, სამედიცინო მედიაციის სამსახურს 6536 –მა ფიზიკურმა პირმა მიმართა.

 

საავადმყოფოს თანამშრომლები
საავადმყოფოს თანამშრომლები

მედაიციის სამსასხურის ინფორმაციით, მომართვების ორი მესამედი საინფორმაციო კითხვებზე მოდიოდა. განმარტებებზე, თუ რა მოცულობის სამედიცინო მომსახურებას მოიცავდა და რა პორცედურებს ექვემდებარებოდა კონკრეტული სადაზღვევო პოლისი. მომართვიანობის ერთი მესამედი არასაინფორმაციო კითხვებზე მოდის. როდესაც სახეზეა მედიაციის სადაზღვევო შემთხვევის ადეკვატური რეგულირების საჭიროება.

 

მედიაციის სამსახურმა სულ განიხილა 53 სასარჩელო მოთხოვნა. რომელიც ითვალისწინებდა 3 516 032 ლარის ფინანსური დავის განხილვას. აქედან შემთხვევების 69 პროცენტი დასრულდა მორიგებით. მოდავე მხარეებს შორის შედგა კომუნიკაცია. 

 

2012 წლის დეკემბერში პირველად შეიკრიბა სამედიცინო მედიაციის საბჭო რეკომენდაციის მისაღებად. საბჭოს ორ სხდომაზე განხილული იყო სამი სასარჩელო დავა და მიღებული იქნა შესაბამისი რეკომენდაცია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი