ახალი ამბები

“თავისუფალი ზონის” წევრი ონისე გერგედავა დააკავეს

9 მაისი, 2017 • 4983
“თავისუფალი ზონის” წევრი ონისე გერგედავა დააკავეს

“თავისუფალი ზონის” წევრი ონისე გერგედავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ს ცნობით, მან დაარღვია ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს, ასევე, 173-ე მუხლი – სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.

თავისუფალი ზონის ინფორმაციით კი, ონისე გერგედავამ სოფელ ხურვალეთთან ოკუპაციის ფაქტი  გააპროესტა.

“გერგედავა საოკუპაციო ზოლთან  საგზაო მიმართულებების მანიშნებელზე აძვრა და ზედ წარწერები – “ოკუპირებული შიდა ქართლი” და “რუსეთს რა” გადააკრა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო პოლიცია. მას შემდეგ, რაც გერგედავა ტრაფარეტიდან ჩამოვიდა, პოლიციამ ის დააკავა”, – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ონისე გერგედავას დაკავება © თავისუფალი ზონა

ონისე გერგედავას დაკავება © თავისუფალი ზონა

მასალების გადაბეჭდვის წესი