ახალი ამბებისაზოგადოება

რუსული მედიის მანიპულაცია საქართველოში რუს ტურისტებზე თავდასხმაზე

3 ივლისი, 2019 • 4667
რუსული მედიის მანიპულაცია საქართველოში რუს ტურისტებზე თავდასხმაზე

რუსული მედია ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები რუს ტურისტებს თბილისში თავს დაესხნენ.

მათ შორის, აღნიშნული ტყუილი გაავრცელეს რუსულმა გამოცემებმა:

ყალბი ინფორმაციის დამაჯერებლობისთვის რუსულ მედიას მოჰყავს იუთუბის რამდენიმე არხის, მათ შორის Сергей Колясников-ისა და Интер Сторис-ის მიერ 2 ივლისს ატვირთული ვიდეო, რომლის პირველწყაროც არის “თავისუფალი ზონა” და რეალურად, ეს კადრები 2014 წლის 24 აგვისტოთი თარიღდება.

რეალურად, ამბავი 2014 წელსაა მომხდარი. კადრებში ჩანს, რომ “თავისუფალი ზონის” წევრები რუსეთის მოქალაქეებს გეორგიევსკის ლენტებს ართმევენ და მანქანებზე პუტინის საწინააღმდეგო სტიკერებს აკრავენ.

რაც შეეხება უკრაინას, როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, უკრაინის დროშა თავისუფალი ზონის წევრს უჭირავს ხელში. ვიდეოს დასასრულს კი ყირიმის ანექსიას აპროტესტებს.

ყალბი ვიდეოები, რასაც რუსული მედია წყაროდ იყენებს:

პირველწყარო, რომელიც 2014 წლის 24 აგვისტოთი თარიღდება:

მასალების გადაბეჭდვის წესი