ახალი ამბები

ხაშურში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

5 თებერვალი, 2013 • • 1570
ხაშურში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

მკვლელობა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში გაიხსნა.  

 

ბორკილები
ბორკილები

დაკავებული 2013 წლის 4 თებერვალს ხაშურში მდებარე სავალუტო ჯიხურში მივიდა, მეპატრონეს, სულიკო გრიგალაშვილს სესხად 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ბოქლომი თავში ჩაარტყა, ფულადი თანხა წაიღო და მიიმალა.

 

1948 წელს დაბადებული სულიკო გრიგალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტი სავალუტო ჯიხურთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ბრალდებული ჩადენილ დანშაულს აღიარებს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი