ახალი ამბები

ქართული ღვინო შესაძლოა გაზაფხულზე რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს

4 თებერვალი, 2013 • 1000
ქართული ღვინო შესაძლოა გაზაფხულზე რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს

“შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე შევიდეს”, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.

რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსის გენადი ონიშენკოს განცხადებით, სანიტარული სამსახური დაინტერესდება იმით, თუ როგორც ხდება საქართველოში პროდუქციის ადგილობრივი კონტროლი, რათა რუსეთის ბაზარი დაცული იყოს ყალბი საქონლის შეტანისგან.

გენადი ონიშენკოს თქმით, შემოწმების შემდგომი ნაბიჯი ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე რეგისტრაცია იქნება და ეს შესაძლოა რეალურად სწრაფად მოხდეს.

რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის და  მინერალური წყლის “ბორჯომის” შეტანა 2006 წლის გაზაფხულზე აიკრძალა. ოფიციალურ მიზეზად კი ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი