ახალი ამბები

ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების მიზნით ქართული დელეგაცია მოსკოვში შეხვედრებს გამართავს

3 თებერვალი, 2013 • • 1502
ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების მიზნით ქართული დელეგაცია მოსკოვში შეხვედრებს გამართავს

ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით 4 თებერვალს გაიმართება. 

 

“დელეგაციაში 7 ადამიანია, მათ შორისაა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი, ასევე, დავითაშვილის მრჩეველი, ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელობა, ეროვნული ფიტოსანიტარული სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები”– აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

 

საქართველოდან რუსეთში მინერალური წყლისა და ღვინის იმპორტი  2006 წლის გაზაფხულიდან შეწყდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი