ახალი ამბები

კონსტიტუცის გადასინჯვის საერთო-სახალხო განხილვა ქუთაისიდან დაიწყო

5 მაისი, 2017 • 1592
კონსტიტუცის გადასინჯვის საერთო-სახალხო განხილვა ქუთაისიდან დაიწყო

კონსტიტუცის გადასინჯვის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა ქუთაისიდან დაიწყო. კომისიის წევრები დღეიდან 15 მაისამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩავლენ და მოსახლეობას ცვლილებების პროექტს გააცნობენ.

“ქართული ოცნების ” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, დღეიდან ძალიან საინტერესო პროცესი იწყება:

“ჩვენ ველაპარაკებით საზოგადოებას კონსტიტუციურ ცვლილებებზე. ეს არის ერთ ერთი ეტაპი, რომლითაც კიდევ უფრო შეიძლება დაიხვეწოს კონსტიტუცია. ამის შემდეგ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. შემდეგ სასესიო განხილვები და, საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ძალიან კარგ პროგრესულ და დემოკრატიულ კონსტიტუციას,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

18238849_604927639713436_10429176033371340_o

მასალების გადაბეჭდვის წესი