ახალი ამბები

პარლამენტის სხდომას 15 დეპუტატი ესწრება [ვიდეო]

4 მაისი, 2017 • 7679
პარლამენტის სხდომას 15 დეპუტატი ესწრება [ვიდეო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “დეპოზიტების დაზღვევის შესახებ” მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვის პროცესს 16:05 საათზე 15 დეპუტატი ესწრებოდა.

კანონპროექტის მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ, თუმცა დაბალი დასწრების გამო სხდომაზე პროექტის არც ერთ ნაწილზე დასმულა შეკითხვა.

დღეს, 4 მაისს, 14:45 საათზე გამართული რეგისტრაციისას სხდომას 79 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს 15 დეპუტატი განიხილავს

________________________________________________

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის” შესახებ მომზადებული პაკეტი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს. არეგულირებს საქართველოს კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევას და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი