ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოს დსთ-ში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ არის

31 იანვარი, 2013 • 1057
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოს დსთ-ში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ არის

ინფორმაციას ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

 

ლუკაშევიჩის თქმით, “ის განცხადებები, რაც ბატონმა ევდოკიმოვმა გააკეთა 29 იანვარს მინსკში, ამ ნაწილში აშკარად არასწორად იქნა გაგებული და ინტერპრეტირებული ჟურნალისტების მიერ”.

 

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს რუსეთის და საქართველოს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორის მიხეილ ევდოკიმოვის განცხადება, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნების შედეგად უნდა მოხდეს საქართველოს დსთ-ში დაბრუნება:

 

“საქართველო არავის არ გაურცხავს დსთ-დან, ეს თავად ამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო,” – განაცხადა ევდოკიმოვმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან უკვე დაწყებულია კონტაქტი ამ საკითხზე და მისი აზრით, არც ერთი ქვეყანა არ იქნება საქართველოს დსთ-ში დაბრუნების წინააღმდეგი.

 

საქართველოს საგარეო უწყებამ უარყო დსთ-ში დაბრუნების საკითხზე რუსეთთან რაიმე ტიპის ოფიციალური კონტაქტის არსებობა.

 

საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წლის დეკემბერში გახდა. თანამეგობრობიდან გასვლის გადაწყვეტილება კი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში იქნა მიღებული. თანამეგობრობის დატოვების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში განცხადება 2008 წლის 18 აგვისტოს შეიტანა, ხოლო 2009 წლის 18 აგვისტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის პროცესი ოფიციალურად დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი