პირველ მაისს ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ყოველწლიური გალა გაიმართა. წლევანდელი თემა იაპონელი დიზაინერის რეი კავაკუბოს შემოქმედება იყო. “მეთ გალა” (Met Gala ან Met Ball) 1946 წლიდან ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მაისის პირველ ორშაბათს ეწყობა. სპეციალურ მიღებაზე სტუმრები წლის თემის შესაბამისად შერჩეული ტანსაცმლით ჩნდებიან.
















