“მე მახსოვს, რომ შეკითხვა პატიმრების შესახებ დასვა პატრიარქმა, სასომხეთის კათოლიკოს–პატრიარქმა, ჩემი პოზიცია იქაც უნდა გენახათ, ალბათ ჩანაწერებიც არსებობს. ის, რაც მე არ მეხება, მეც არ ვეხები, მე არ განვსაზღვრავ არც პატიმრების გათავისუფლებას, არც დაჭერას და არც პროკურატურას არ მივუთითებ და იქაც ეს კარგი მაგალითი იყო. მე როგორც კი დამისვეს შეკთხვა, იმწუთში გადავამისამართე და მე არ ვარ კომპეტენტური- მეთქი, ვუპასუხე. მე არ ვწყვეტ ამ საკითხებს, დამიჯერეთ. დამიჯერეთ, რომ ის ვერტიკალი, რაც არსებობდა ამ ქვეყანაში, რომ ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს, ეს აღარ იქნება და ამის პრეცედენტი უნდა დაიწყოს ჩემგან, მე ამას ვქმნი, გუნდსაც ვასწავლი და საზოგადოებამაც ისწავლეთ, რომ ყველა საკითხებს არ ვწყვეტ მე და არ ვღებულობ გადაყწვეტილებებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ამ საკითხზე პასუხი საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა გასცა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, პატიმრების გაცვლის საკითხი დაისვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისასაც, თუმცა მან ამ საქმის შესწავლაც კომპეტენტურ უწყებებს დაავალა.
ვაჰაგნ ჩახალიანი პატიმრობიდან 24 იანვარს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
