ახალი ამბები

კალაძე: ეს არის კოალიცია, სადაც არის აზრთა სხვაობა

23 იანვარი, 2013 •
კალაძე: ეს არის კოალიცია, სადაც არის აზრთა სხვაობა

“ეს არის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ, ბატონ ირაკლის აქვს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის არის თავდაცვის მინისტრი და ჩემი აზრით, ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართული ჯარი დაემსგავსოს ჯარს და ძალიან მალე შევიდეთ ევროატლანტიკურ სივრცეში. ამისთვის მას უფრო მეტი დრო ექნება და მე დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს”, – აცხადებს კალაძე.

 

ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ არ არის ინფორმირებული, რა საუბარი შედგა პრემიერსა და ალასანიას შორის, რაზეც გუშინ თავად თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილთან მძიმე საუბარი ჰქონდა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

 

“რაც შეეხება ბატონ პრემიერსა და ირაკლის შორის საუბარს, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია იმიტომ, რომ არ ვიცი, რა საუბარი შედგა მათ შორის. ზოგადად, კოალიციაში ნორმალურია ის, რომ ყველა ერთნაირად ვერ ვიფიქრებთ, განსხვავებული აზრიც მისაღებია. ეს არის კოალიცია, სადაც არის აზრთა სხვაობაა და ეს ნორმაურია. საერთო ჯამში კი, კოალიციის სიძლიერე არის ის ერთობა, რომელიც “ქართულ ოცნებას” გააჩნია“,  –  აცხადებს კალაძე.

 

საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ვიცე- პრემიერებად ირაკლი ალასანია და კახა კალაძე დანიშნა. 21 იანვარს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ალასანიას შეუწყვიტა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი