ახალი ამბები

თბილისში ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების სააგენტოში 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა

22 აპრილი, 2017 • 2625
თბილისში ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების სააგენტოში 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა

თბილისში ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, გამოძახებები ძირითადად ძველი თბილისისა და ისანი-სამგორის რაიონებიდან დილის 10:00 დან 13:00 საათამდე დაფიქსირდა.

ძლიერი ქარის გამო დაზიანდა რამდენიმე სახლის სახურავი, ქარმა ხეებიც დააზიანა. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, უამინდობის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერმა ქარმა ხეები დააზიანა რუსთავშიც. როგორც რუსთავის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, ქარმა მოთხარა რამდენიემ ხე.

მასალების გადაბეჭდვის წესი