ახალი ამბები

თეა თუთბერიძე: ბედუკაძე არის მწამებელი და უნდა დაისაჯოს

22 იანვარი, 2013 • • 1203
თეა თუთბერიძე: ბედუკაძე არის მწამებელი და უნდა დაისაჯოს

სტუდენტების განცხადებით, ისინი აპროტესტებენ ვლადიმერ ბედუკაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. 

 

აქცია პროკურატურასთან
აქცია პროკურატურასთან

თეა თუთბერიძის განცახადებით, ვლადიმერ ბედუკაძე არის მწამებელი და ციხეში უნდა იჯდეს: “ის არის ციხის კადრების შემოქმედი, კადრები ფალსიფიცირებულია, დადგმულია თუ რეალურია, ეს სხვა საკითხია. ის ეჭვი, რომ ეს კადრები არის დადგმული, ბედუკაძის გარეთ გამოშვებით დაადასტურა პროკურატურამ. ბედუკაძე არის “ქართული ოცნების” სახე. ეს ადამიანი არის მწამებელი იმიტომ, რომ ის აწამებდა კონკრეტულ ადამინებს და უნდა დაისაჯოს”.

საპროტესტო აქცია პროკურატურასთან 15 წუთს გაგრძელდა და პერფორმანსით დასრულდა. თეა თუთბერიძემ პროკურატურის ეზოში ვლადიმერ ბედუკაძის ფოტოები გადაყარა და უწყების ეზოსთან კვერცხებით და ყვავილებით შემკული სამგლოვიარო კალათა დატოვა.

 

აქცია პროკურატურასთან
აქცია პროკურატურასთან

პროკურატურასთან იმყოფებოდა ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატი ლალი აფციაური. მისი თქმით, დამნაშავეა თუ არა ბედუკაზე, ამას კანონი დაადგენს: “ბედუკაძის დამნაშავეობაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. არის კანონი, რომლის ფარგლებშიც გაირკვეა მისი ბრალეულობა. ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. “

ვლადიმერ ბედუკაძეს 21 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან კვერცხები ესროლეს. ის დავით პაიჭაძის გადაცემა “დილოგში” იღებდა მონაწილეობას. 

ვლადიმერ ბედუკაძე 18 იანვარს, გვიან ღამით თბილისის აეროპორტში ჩამოფრენისთანავე დააკავეს. მან გლდანის მე–8 საპყრბილეში მხოლოდ ერთი ღამე გაატარა და 19 იანვარს 2 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბედუკაძეს ბრალად ედება ადამინების წამება. 

აქცია პროკურატურასთან
აქცია პროკურატურასთან

აქცია პროკურატურასთან
აქცია პროკურატურასთან

აქცია პროკურატურასთან
აქცია პროკურატურასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი