ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გადადგა

22 იანვარი, 2013 •
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გადადგა

საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ვაშაკიძეს შეთავაზა სამსახურში დარჩენა ან დიპლომატიურ კორპუსში გადასვლა, რაზეც უარი მიიღო. ნიკოლოზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზია შეუთავსებლობა დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და სტილთან, თუმცა უფრო კონკრეტულად ამ საკითხზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ვაშაკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა 2010 წლიდან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ის ერთადერთი მოადგილე იყო სამინისტროში, რომელმაც მთავრობის ცვლილების შემდეგ თანამდებობა შეინარჩუნა. იგი უწყებაში მაშინ პირადად მინისტრ მაია ფანჯიკიძის თხოვნით დარჩა:

 

“მე ვთხოვე ბატონ ნიკოლოზ ვაშაკიძეს დარჩენა, რადგან იგი არის გამოცდილი დიპლომატი და მისი დახმარება ჩვენ ძალიან დაგვჭირდება”, – განაცხადა მაშინ მაია ფანჯიკიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
ნიკოლოზ ვაშაკიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი