ახალი ამბები

როგორ დახვდნენ საქართველოს პატრიარქს მოსკოვში

21 იანვარი, 2013 • 4615
როგორ დახვდნენ საქართველოს პატრიარქს მოსკოვში

რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, ვნუკოვოს აეროპორტში გუშინ, 20 იანვარს, საქართველოს დელეგაციას დახვდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს შიდა საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი ილარიონი, არქიეპისკოპოსი არსენი, რუსეთის საპატრიარქოს უცხოეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, არქიეპისკოპოსი მარკი, ეპისკოპოსი სერგი და სხვა პირები მოსკოვისა და რუსეთის საპატრიარქოდან.

 

გუშინ საღამოს გაიმართა ვახშამი, რომელსაც მასპინძლობდა მიტროპოლიტი ილარიონი და ესწრებოდა საქართელოს დელეგაცია ილია მეორეს მონაწილეობით.

 

რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს დელეგაციას აეროპორტში არ დახვედრია და მას არც გუშინდელ ვახშამში მიუღია მონაწილეობა.

 

დღეს, 21 იანვარს მოსკოვში დაგეგმილია “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” ეგიდით პრემიებით დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია, რომელსაც რუსეთის პატრიარქი კირილი უხელმძღვანელებს.

 

პატრიარქ ალექსი მეორეს სახელობის პრემია “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებაში გამორჩეული წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარებისთვის” სხვა პირებთან ერთად საქართველოს პატრიარქს გადაეცემა.

 

23 იანვარს კი, დღის 3 საათზე დაგეგმილია რუსეთის და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში

დახვედრა ვნუკოვოს აეროპორტში
დახვედრა ვნუკოვოს აეროპორტში

მასალების გადაბეჭდვის წესი