საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ავტოპარკის შესახებ 2016 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 8%-ით გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და მან 1 126 470-ს მიაღწია.

ამავე მონაცემების მიხედვით, 3.6%-ია 6 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილების რაოდენობა, 20 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რაოდენობა კი 46% აღწევს.

მსუბუქი ავტომობილების 45% სედანის ტიპისაა, სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებში FORD-ის მარკის ავტომობილები ლიდერობენ. მონაცემების მიხედვით, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი საქართველოს მასშტაბით 4-ია.

ინფოგრაფიკაში დეტალურად ნახეთ სხვადასხვა მახასიათებელი, რაც საქართველოს ავტოპარკს 2016 წელს გააჩნდა.

ანგარიში ნახეთ სრულად აქ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *