როგორც ცვლილებების ინიციატორი კობა დავითაშვილი ამბობს,  პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება:

 

“ცვლილება იწვევს, ასე ვთქვათ, დასჯადობას პირის იძულებისა, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამსახურის დატოვების თაობაზე.”

აღნიშნულ კანონპროექტში შევიდა ცვლილება და კანონი მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს შეეხებათ.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არა ერთი საჯარო მოსამსახურე იქნა სამსახურიდან დათხოვნილი. ყველაზე მეტი თანამშრომელი – 493 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს, თუმცა შსს-მ მათი დათხოვნის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას არ მიაწოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *