ახალი ამბები

თეა წულუკიანი: გირგვლინის საქმეზე არის სერიოზული წინსვლა

18 იანვარი, 2013 •
თეა წულუკიანი: გირგვლინის საქმეზე არის სერიოზული წინსვლა

ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მეცხრე არხის გადაცემა “მთავარ კითხვაში” გააკეთა.

სანდრო გირგვლიანი
სანდრო გირგვლიანი

“ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ სანდროს მამას გურამ გირგვლინს. იმიტომ, რომ მე დავდე პირობა სტრასბურგში ევროპის კომიტეტის წინაშე. ორჯერ ჩავაბარეთ ანგარიში ბატონ გურამს და უკვე დაიდება შედეგები. თუმცა იყო 10- დღიანი შუალედი, როცა გამოძიება ტკეპნიდა ერთ ადგილს. მაგრამ  როცა შედეგები გამოქვეყნდება, საზოგადოება ბევრ საინტერესოს გაიგებს” – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მისი თქმით, იგივე ეხება 26 მაისის საქმეს: “კარგად და სწრაფად მიდის გამოძიება, თუმცა ჯერ რაკი მთავარი პროკურატურა არ აკეთებს საჯარო განცხადებას, ალბათ ამის მომენტი არ დამდგარა. მე კმაყოფილი ვარ იმ ტემპით და სერიოზულობით, როგორც უდგებიან გამომძიებელები ამ საკითხს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი