ეს განცხადება წულუკიანმა მეცხრე არხის ეთერში, გადაცემა “მთავრ კითხვაში” გააკეთა. 

 

“როდესაც ეს საქმე მოვიკითხე,  გავარკვიე, რომ ბექა გოჩიაშვილი დაკითხვაზე არ იმყოფებოდა მარტო. მივიღე პასუხი სანდო ადამიებისგან, რომ დაკითხვას ესწრებოდა მამა. როგორც გენერელურმა ინსპექციამ თქვა, მათ იმ წუთში არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მე დღეს მიმაჩნია, რომ ეს არის გამორიცხული. თუმცა, რაკი ეს ბრალდებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დადო  მოკვლევის შედეგები, მე მინდა მოვუწოდო, როგრც ბატონ ბექას, ისე მის მშობელს, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა შესძინონ თავიანთ პრეტენზიებს.  ეს აუცილებელია” – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ბექა გოჩიაშვილი
ბექა გოჩიაშვილი

მისი თქმით, მან გადაიკითხა ბექას ფეისბუკური განცხადებები და იქ მხოლოდ სამი ზოგადი სიტყვაა მოხსენიებული: ” ეს არის მუქარა, ზეწოლა და შანტაჟი. მან ასეთი ტექსტით და სცენარით რომ იჩივლოს ევროპულ სასამართლოში, ჩვენ ასეთ საჩივრებს ვცნობდით არადამაკმაყოფილებლად. არსებობს კონკრეტული სტანდარტი, რომელიც პრეტენზიების წარმომდგენმა ადამიანმა უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ  მოგვცეს საშუალება ზემდგომ პირებს, იმას უფრო ადვილად მივაკვლიოთ, ვისაც ეს შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი.”

 

თეა წულუკიანი ბექა გოჩიაშვილს მოუწოდებს, რომ განაცხადოს, თუ რა ტიპის ზეწოლა იყო მასზე: ” პირველ რიგში მან უნდა თქვას, რაში გამოიხატებოდა ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი. თუ არის დაკითხვის ვიდეო და აუდიომასალა, ეს სუნდა გამოქვეყნდეს, მე ამის მომხრე ვიქნებოდი. ეს დაკითხვა ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და გაკეთდა თუ არა ჩანაწერი,  ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ.”

 

შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც,  გენერალურმა ინსპექციამ ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით  შიდა მოკვლევა დაასრულა. შსს–ს განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხნენ  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს გამომძიებელი დ.ბ, რომელმაც დაკითხა ბექა გოჩიაშვილი  და ასევე სხვა თანამშრომლები, რომლებიც დაკითხვის დროს პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ.

 

 2013 წლის 8 იანვარს ბექა გოჩიაშვილი მოწმის სტატუსით დაიბარეს დაკითხვაზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე 5-ე განყოფილებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  დაკითხვის დაწყებამდე ბექა გოჩიაშვილს,  მშობლის – ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით, გამომძიებელმა დ.ბ.-მ განუმარტა მისი, როგორც არასრულწლოვანი მოწმის, უფლება-მოვალეობები და ასევე განუმარტა მიზეზი, რის გამოც ის დაბარებული იყო დაკითხვაზე.

 

შსს–ს ინფორმაციით, ბექა და ლაშა გოჩიაშვილების მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობას წარმოადგენდა 2013 წლის 4 იანვარს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიწყებული   გამოძიება  ქ.თბილისში მ. კოსტავას ქუჩა N63ა-ში მდებარე ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საიდანაც მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია ინახავდა 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარს და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას.

 

“მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბინის გასაღებით ისარგებლა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ბექა გოჩიაშვილმაც, რომელიც ნანა დავითაიას თანხმობით ერთი დღე დარჩა აღნიშნულ ბინაში, სადაც მას ესტუმრნენ მეგობრები. 2013 წლის 08 იანვარს საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ  არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილი, მშობლის ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით და ბექას ძმა ლაშა გოჩიაშვილი. გოჩიაშვილმა განმარტა, რომ  ბინაში ყოფნის დროს მისმა მეგობრებმა  სახლი დაათვალიერეს და ეძებდნენ ,,იუ ეს ბი” გადამყვან კაბელს ,  რა დროსაც ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, დაუძახა საძინებელი ოთახიდან და უთხრა, რომ კარადაში იყო სეიფი, იგი შევიდა ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა, რომ ძებნას ნუ გააგრძელებდნენ, ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 04 იანავრს ღამით კი გაიგო, რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული”–ნათქვამია განცხადებაში. 

 

აღნიშნულ საქმეზე იმავე დღეს მოწმის სტატსუსით დაიკითხნენ ბექა გოჩიაშვილის მეგობერებიც.

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *