ახალი ამბები

მერია ‘ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს’ ვალდებულებების შესრულების დადასტურებას სთხოვს

15 იანვარი, 2013 •
მერია ‘ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს’ ვალდებულებების შესრულების დადასტურებას სთხოვს

“გაცნობებთ, რომ შპს ,,თბილისის წყლის“ გასხვისების მთავარ მოტივს სწორედ ქ. თბილისის მოსახლეობის წყლით 24-საათიანი მომარაგების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. შესაბამისად,  თქვენ მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ კომპეტენტური პირის/ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნა. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება თბილისის მოსახლეობის 24 საათის განმავლობაში წყლით მომარაგება, ქ. თბილისის მერია თქვენი კომპანიის წინააღმდეგ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა დაცული იყოს თბილისის მოსახლეობის ინტერესები”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.


ქ. თბილისის მთავრობასა და „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის“ (ამჟამად „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ“) შორის 2008 წლის 14 მაისს გაფორმებული შპს „რუსთავწყალკანალის“ 100% წილის, შპს „მცხეთაწყალკანალის“ 100% წილის, შპს „საქწყალკანალის“ 100% წილისა და შპს „თბილისის წყლის“ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულოების 11.6.1  პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვალდებული იყო 2013 წლის 1 იანვრისათვის  ქალაქის ძველი საზღვრების ფარგლებში (2006 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით) წყლის შეუწყვეტლად 24 – საათიანი მიწოდების ვალდებულების შესრულება უზრუნველეყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი