ახალი ამბები

ბესელია: 6 თვეში შესაძლებელი გახდება პარლამენტის მუშაობა გაგრძელდეს თბილისში

8 იანვარი, 2013 •
ბესელია: 6 თვეში შესაძლებელი გახდება პარლამენტის მუშაობა გაგრძელდეს თბილისში

“პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილებას ჭირდება კონსტიტუციაში ცვლილება და მზადდება ეს  კონსტიტუციური ცვლილება. მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობა, დაემთხვევა მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობას” .

კითხვაზე, აპირებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ხალხის აზრის კვლევას პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით, ბესელია პასუხობს, რომ არ იცის:
 

“არ ვიცი, თუმცა გამორიცხული არ არის. მე პირადად მხარს ვუჭერ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული იქნას საზოგადოების აზრის გამოკითხვის შემდეგ”.

 

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” ამჟამად პარლამენტში 83 დეპუტატით არის წარმოდგენილი. პარლამენტში არსებობს უპარტიო დეპუტატების ექვსკაციანი ფრაქცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებით არის დაკომპლექტებული. აღნიშნული ექვსი დეპუტატის გარდა, ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია ორმა პარლამენტარმა დატოვა.

 

პალამენტს კონსტიტუციის შესაცვლელად ხმათა ორი მესამედი, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი