საზეიმო ღვთისმსახურება მორწმუნეებმა ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით ეკლესიის ეზოშივე მოისმინეს და იქვე სანთლებიც დაანთეს.
ღვთისმსახურება სამების ეკლესიაში საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო ცერემონიის დროს წაიკითხეს საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეც.
წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.