ახალი ამბები

დეპარდიემ პუტინთან შეხვედრისას რუსული პასპორტი მიიღო

6 იანვარი, 2013 • • 990
დეპარდიემ პუტინთან  შეხვედრისას რუსული პასპორტი მიიღო

მსახიობმა მას შემდეგ განაცხადა სურვილი რუსეთი მოქალაქე გამხდარიყო, რაც საფრანგეთის მთავრობამ გააკრიტიკა მისი გადაწყვეტილება, დაეტოვებინა ქვეყანა გაზრდილი გადასახადების გამო. 

 

დეპარდიესა და პუტინის შეხვედრა სოჭში შედგა, დეპარდიეს გადასცეს პასპორტი, თუმცა, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერი აცხადებს, პასპორტი მსახიობისთვის უშუალოდ ვლადიმერ პუტინს არ გადაუცია. 

 

როგორც ბიბისი იუწყება, ჟერარ დეპარდიემ და ვლადიმერ პუტინმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გადაეხვივნენ სოჭში შემდგარი შეხვედრის დროს. 

 

შეგახსენებთ, რომ  კვირის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დეპარდიესთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, რასაც დეპარდიესგან ღია წერილი მოჰყვა, რომელშიც იგი წერს:

 

“მე მიყვარს თქვენი ქვეყანა, რუსეთი– მისი ისტორია, ხალხი, მწერლები, მიყვარს თქვენი კულტურა და საზრიანობა”

 

ჟერარ დეპარდიემ რუსეთი აღწერა როგორც “დიდი დემოკრატია და არა ქვეყანა, სადაც პრემიერ–მინისტრი საკუთარ მოქალაქეს უწოდებს სულმდაბალს” 

 

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ იმ პირთათვის, ვინც ერთ მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს, გადასახადები  75%–მდე გაიზრდება, დეპარდიემ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში მთავრობა წარმატებას და ნიჭს სჯის. 

 

დეკემბერში დეპარდიემ ასევე განაცხადა, რომ იგი ტოვებდა  საფრანგეთს და ბელგიაში გადადიოდა საცხოვრებლად. მის ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთის პრემიერ- მინისტრმა არაპატრიოტული და სულმდაბლური უწოდა. 

 

მსახიობს, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეგობარს უწოდებს, რუსეთთან მჭიდრო კავშირებით გამოირჩევა, რუსეთში საშემოსავლო გადასახადი კი 13 %–ია. დეპარდიე ასევე გამოსახულია “Sovietsky Bank”– ის საკრედიტო ბარათზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი