ახალი ამბები

დეპუტატის მინიმალური ასაკი 21-დან 25 წლამდე იზრდება – კონსტიტუციის პროექტი

10 აპრილი, 2017 • 2326
დეპუტატის მინიმალური ასაკი 21-დან 25 წლამდე იზრდება – კონსტიტუციის პროექტი

“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკი ნაცვლად დღეისათვის განსაზღვრული ოცდაერთისა, 25 წლამდე იზრდება.

“პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც სასამართლოს განჩინებით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულბაში”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ სკაონსტიტუციო პროექტში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი