ახალი ამბები

მერის სარეზერვო ფონდიდან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებს 1 100 000 ლარით დაეხმარებიან

10 აპრილი, 2017 • 1379
მერის სარეზერვო ფონდიდან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებს 1 100 000 ლარით დაეხმარებიან

დღეს, 10 აპრილს, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტში ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების დასახმარებლად მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

საკრებულოს 42-დან 34-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი თბილისის ბიუჯეტში ცვლილებას: მათმა ნაწილმა თავი შეიკავა, პროექტის მოწინააღმდეგე კი არავინ ყოფილა.

ევროპული საქართველო “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” პრინციპით მიესალმება თბილისის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების დასახმარებლად, თუმცა აცხადებს, რომ დაგვიანებული იყო რეაგირება და მხარს არ დაუჭერს ცვლილებას.

ნაციონალურიმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა თბილისის ბიუჯეტის პროექტს.

“ჩვენმა ორთვიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და მხარს ვუჭერთ თბილისის ბიუჯეტში ცვლლების შეტანას,” – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ენმ-დან, მარიკა დათუკიშვილმა.

პროექტის მიხედვით, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულთაგან 345 მეწარმეზე 3000-3000 ლარი გადანაწილდება. საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ეს არის ერთჯერადი დახმარება და არა კომპენსაციის გაცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი