ახალი ამბები

ფანჯიკიძე: თუ გაიმართა რიგგარეშე არჩევნები, ‘ქართული ოცნება’ მეტი დამაჯერებლობით გაიმარჯვებს

28 დეკემბერი, 2012 •
ფანჯიკიძე: თუ გაიმართა რიგგარეშე არჩევნები,  ‘ქართული ოცნება’ მეტი დამაჯერებლობით გაიმარჯვებს

“‘ქართულმა ოცნებამ’ გაიმარჯვა არჩევნებში, ‘ქართლ ოცნებას’ აქვს უმრავლესობა პარლამენტში, მთავრობაც ამ პარტიით არის დაკომპლექტებული და უმრავლესობა აქვს პარლამენტში. ამიტომ ნებისმიერ ტესტს გაუძლებს და თუ გაიმართა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ‘ქართლი ოცნება’ უფრო მეტი დამაჯერებლობით გაიმარჯვებს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

პარლამენტში შესულ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე და ბიძინა ივანიშვილის შეფასებებზე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმაც:

”ბატონმა ბიძინამ სხარტი, ადეკვატური და იუმორისტული შეფასება გააკეთა, ეს არის ჩემი განმარტების შინაარსი, ჩვენ უნდა შევეცადოთ და ვიზრუნოთ ქვეყნის სტაბილურობაზე და ამის გარანტი უნდა იყოს კონსტიტუციური კოჰაბიტაცია. ბატონმა ბიძინამ გააკეთა სწორი განმარტებები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, როცა მოსალოდნელ საშიშროებებზე ძალიან ძნელია შეფასებები გააკეთო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მან პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩია კანონპროექტის შემუშავება, რომელიც პრეზიდენტს უფლებას მისცემს, მთავრობასთან ერთად დაითხოვოს პარლამენტი არჩევნებიდან 3 თვის ვადაში, რის შემდეგაც დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ გზით მას სურს საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ხარვეზის გამოსწორება

მასალების გადაბეჭდვის წესი