ახალი ამბები

პატრიარქი მახათას მთაზე [VIDEO]

28 დეკემბერი, 2012 • 1311
პატრიარქი მახათას მთაზე  [VIDEO]

როგორც ფონდ “ივერიისა”-ში განმარტეს, მას შემდეგ, რაც მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა, მის მოსანახულებლად პატრიარქი პირველად მივიდა. 

 

ამ ეტაპზე ეკლესიის საძირკველი თითქმის ბოლომდეა ამოყვანილი. 

 

ეკლესიის მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს დაიწყო. მაშინ იქ შეკრებილმა მრევლმა ეკლესიის საძირკველში ჩასაყრელად ქვები მიიტანა, რომლებზეც საკუთარი და ახლობლების სახელები იყო დატანილი. ეკლესიის საძირკველში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი სიწმინდეებიც ჩადეს. 

 

მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობის ფონდს “ივერიისა” პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს. დღეს, 28 დეკემბერს მშენებარე კომპლექსი პატრიარქთან ერთად  მანაც მოინახულა.

 

ფონდში, სადაც აღნიშნული ეკლესიის მშენებლობისთვის თანხა გროვდება, ამბობენ, რომ „წმინდა სამების საკათედრო ტაძრის შემდგომ ღვთისმშობლის სავანის მშენებლობა მახათას მთაზე არის კიდევ ერთი საშუალება ჩვენი ერის მიერ ღვთისაგან განშორების ცოდვის მონანიებისა”.

 

როგორც ფონდის პრესსამსახურში განმარტავენ, აქციაში 204 ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული.

 

ეკლესიის მშენებლობა მახათას მთაზე  2700 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს. 

 

ეკლესია (ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია), საპატრიარქო რეზიდენცია, მონასტრის იღუმენის საცხოვრისი, ბერების საცხოვრებელი კორპუსი, სატრაპეზო, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, საკვირაო სკოლა, მუზეუმი, სახელოსნოები, სასტუმრო, კარიბჭე წყალკურთხევის აუზი – ეს არის ის ჩამინათვალი, რაც გენერალური გეგმის მიხედვით რამდენიმე წელში მახათას მთაზე უნდა აშენდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი