ახალი ამბები

ივანიშვილი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ინიციატივით გამოდის

28 დეკემბერი, 2012 •
ივანიშვილი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ინიციატივით გამოდის

ბიძინა ივანიშვილის თქმით, კანონპროექტზე დავით უსუფაშვილი უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას და საკონსტიტუციო

ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

უმრავლესობის მოსაგროვებლად საჭირო ხმების მოძიებას. მისი განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ეს საკითხი უკვე განიხილა როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის მცირე ჯგუფს შორის.

 

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტს მიეცემა უფლება, დაითხოვოს ამჟამინდელი მთავრობა, ხოლო სასურველი მთავრობა პარლამენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად და თუ პარლამენტი უარს ეტყვის მის დამტკიცებაზე, მაშინ მას შეეძლება პარლამენტის დათხოვნა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ამჟამად პრეზიდენტს ამის უფლება მხოლოდ პარლამენტის არჩევიდან 6 თვის ვადაში აქვს. თუმცა პრემიერ–მინისტრი განმარტავს, რომ სანამ ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს ახალ მთავრობას, თავის მოვალეობას კვლავ ძველი მთავრობა შეასრულებს, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ მთავრობას დააკომპლექტებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი. შესაბამისად, პრეზიდენტს მთავრობის დაკომპლექტების უფლება არ ექნება.

 

ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ გზით მას სურს საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ხარვეზის გამოსწორება.

 

“კონსტიტუციაში მოახერხეს და ჩაწერეს ის, რაც არ არსებობს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში. როგორც წესი, ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს და დაამტკიცოს ახალი მთავრობა. სააკაშვილმა აბსოლუტურად მართავდი გუნდისგან მოახერხა, რომ კონსტიტუციაში ჩადო ისეთი, რასაც არავინ ყურადღებას არ აქცევს. პრეზიდენტს, რომელმაც დღეს წააგო არჩევნები, შეეძლო მეორე დღიდანვე დაეთხოვა ჩვენი მთავრობა, ამის გაკეთება შეუძლია დღესაც. თავიდანვე მათ თქვეს, რომ ჩვენ შეგვიძლია კრიზისის შექმნა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიზამთ. აი, ამის ჩვენება მინდოდა ყველასთვის. სააკაშვილს შეუძლია მთავრობა დაითხოვოს და თავისი მთავრობა წარუდგინოს პარლამენტს და თუ პარლამენტი არ დაეთანხმა, მას ამ მთავრობის დამტკიცება მაინც შეუძლია. პარლამენტის დათხოვნაც შეუძლია, მაგრამ 6 თვე ამის უფლება არა აქვს”,” – თქვა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” პარლამენტში არ გაუჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, რადგან, მისივე თქმით, “უმცირესობაში ძალიან ბევრი საღი გონების დეპუტატია, რომელიც ამას ძალიან კარგად გაიგებს და გაუხარდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი