ახალი ამბები

შსს: დეკემბერში დანაშაულის რაოდენობა შემცირდა

27 დეკემბერი, 2012 • • 954
შსს: დეკემბერში დანაშაულის რაოდენობა შემცირდა

ამ ინფორმაციას შს სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

 

“საქართველოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, ოქტომბერ-ნოემბერში შეინიშნებოდა კრიმინოგენული ვითარების დაძაბვა და დანაშაულის მატება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი და სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების მიერ ჩატარებული კომპლექსური, პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის დეკემბერში შეინიშნება კრიმინოგენული ვითარების სტაბილიზება და დანაშაულებრივი ფაქტების მკვეთრი შემცირება” – ნათქვამია ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპატიმრება
დაპატიმრება

წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, წინა თვესთან შედარებით 28%-ით იკლო ქურდობის ფაქტებმა, ამასთან, თითქმის განახევრდა ავტონაწილების ქურდობა.

საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ცეცხლსასროლი იარაღისა და  საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტების სტატისტიკა, რაც მოსახლეობის მხრიდან უკანონო ბრუნვაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარების მასობრივი ფაქტებითაა გამოწვეული (დეკემბერში – 144, ნოემბერში – 111).

შს სამინიტროს შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია მოსახლეობის მხრიდან ახალი ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული ნდობის არსებობაზე მიუთითებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი