ახალი ამბები

მამუკა ახვლედიანი რიყის საქმეზე იკითხება

27 დეკემბერი, 2012 •
მამუკა ახვლედიანი რიყის საქმეზე იკითხება

ახვლედიანი  2006 –2010 წლებში თბილისის ვიცე- მერი, ამავე დროს ადმინისტრაციის უფროსი იყო. მას შესაბამისი უწყება გუშინ ჩაბარდა.

 
 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება რიყის გასხვისების საქმესთან დაკავშირებით გრძელდება: 
 
 
“გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ფართით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ პირობა-დადებული ხელშეკრულებით   7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთერთ შპს – ზე. აღნიშნულ საწარმოს, საფასურის გადახდის გარდა, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის  განაშენიანება.  2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ აღნიშნულ შპს – ს არ ჰქონდა დაწყებული საამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 000 000 აშშ დოლარად.”
მამუკა ახვლედიანი
მამუკა ახვლედიანი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულ თემაზე მოწმის სახით უკვე დაიკითხნენ თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის იმჟამინდელი წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ხსენებულ საკითხთან. გამოძიების მიერ ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტები სხვადასხვა უწყებიდან და მიმდინარეობს მოკვლევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი