ახალი ამბები

მიწისძვრა საქართველოში

26 დეკემბერი, 2012 • 2527
მიწისძვრა საქართველოში

ბათუმში მიწისძვრით შეშინებული ხალხი  ქუჩებშიც გამოვიდა, ზოგიერთს თან ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვებიც.

 

ბოლო დღეების მანძილზე საქართველოში ეს ძლიერი მიწისძვრის მეორე შემთხვევაა. მიწისძვრა მოხდა 23 დეკემბერსაც, როცა მიწისძვრის  ეპიცენტრი საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46კმ–ში დაფიქსირდა, მიწისძვრის სიმძლავრე კი 5.7 მაგნიტუდა იყო.   მიწისძვრამ მცირე მასშტაბის ნგრევა გამოიწვია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

 

მიწისძვრის შემდგომი ბიძგები შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. – ამის შესახებ ნეტგაზეთს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიურ ცენტრში განუცხადეს 24 დეკემბერს.   

 

სეისმური ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულია სასარგებლო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მიწისძვრის დროს:          „თუ მიწისძვრის დროს თქვენ იმყოფებით შენობის შიგნით, დაწექით იატაკზე  მაგიდის ან სხვა რომელიმე ავეჯის ქვეშ და მაგრად მოეჭიდეთ, სანამ რხევა შეწყდება. იმ შემთხვავაში თუ ახლომახლო არ არის არც მაგიდა და არც მერხი, დაიფარეთ თავი და სახე მკლავებით და მიწაზე დაწექით შენობის შიდა კუთხეში. თავი შორს დაიჭირეთ ფანჯრისგან, გასასვლელი კარისგან,  ყველაფრისგან, რაც შეიძლება ჩამოვარდეს. კარების შესასვლელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ თავშესაფრად, თუ ის თქვენთან ყველაზე ახლოსაა“ – აღნიშნულია ვებგვერდზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი